png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ღმერთი არ დაუშვებს ღმერთი გაუწყრეს ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი - მეუფე პეტრე სალომე ზურაბიშვილზე

  • საზოგადოება
  • 17.09.2018
  • 15:26
ღმერთი არ დაუშვებს ღმერთი გაუწყრეს ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი - მეუფე პეტრე სალომე ზურაბიშვილზე

"დარწმუნებული ვარ ღმერთი არ დაუშვებს ღმერთი გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი" - მეუფე პეტრე ამბიონიდან "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს აკრიტიკებს.

წმინდა სინოდის წევრმა, საკუთარ ქადაგებაში, ამბიონიდან ამომრჩეველს პირდაპირ მოუწოდა, ხმა არ მისცენ მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს. მეუფე პეტრემ სალომე ზურაბიშვილის "დაფრანგული ქალბატონი" უწოდა და კათოლიკე მისიონერებს შეადარა.

„ძალიან საინტერესო სიტყვაა ქართულ ლექსიკონში - "დაფრანგული" და იცით, საიდან იღებს სათავეს? მაშინ, როდესაც მე-18-19 საუკუნეში ჩამოვიდნენ ფრანგი მისიონერები, რომელიც კათოლიკურ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, ატყუებდნენ ქართულ მოსახლეობას, რომ თითქოს ფილოსოფიას ასწავლიდნენ მათ. ქართველმა ხალხმა დასავლეთში, გურიაში, სამეგრელოში, ფრანგული, "დაფრანგული" უწოდა ანუ გაუკუღმართებული , წამხდარი, მათ აზროვნებას.  

დღემდე ეს სიტყვაა და ჩვენი დაფრანგული ქალბატონი თავის დაფრანგულიაზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ ღმერთი არ დაუშვებს ღმერთი გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი. გვესმის შეფასება, რომ განგრენა ყოფილა თურმე აფხაზეთი და ცხინვალში არსებული პრობლემა.

ეს არის ბოროტება, სიძულვილი და მტრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის. მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი და კიდევ სხვა ღვთითკურთხეული ქართული მიწები. ეს არის მხოლოდ ღია ჭრილობა, მოუშუშებელი ჭრილობა ქართველი ერისათვის, რომელიც აუცილებლად გამოჯანმრთელდება და განგრენა საქართველოსთვის არის ე..წ მე-5 კოლონის არსებობა საქართველოში. განგრენა არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული შეგნება და აზროვნება საქართველოში, განგრენა არის მტრობა, კერპთაყვანისმცემლობა, ფულის გაკერპება თანამდებობისა და პატივის გაკერპება რომლისგანაც რა თქმა უნდა უნდა განთავისუფლდეს ქართველი ერი“- ამბობს მეუფე პეტრე ქადაგებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge