primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ის სიტყვები, რომელიც არამხოლოდ ნათქვამი ჰქონდა, არამედ თავის წიგნში აქვს დაწერილი - ნინო ბურჯანაძე

  • პოლიტიკა
  • 17.09.2018
  • 17:10
სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ის სიტყვები, რომელიც არამხოლოდ ნათქვამი ჰქონდა, არამედ თავის წიგნში აქვს დაწერილი - ნინო ბურჯანაძე

"დემოკრატიული მოძრაობის"ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პრინციპულობაზე მითი დღეს დაიმსხვრა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზულად დაამუშავა საკუთარი კანდიდატი და შეაცვლევინა შეხედულებები.

„სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში არსებობდა ორი მითი. ერთი, რომ ის არის პრინციპული და მეორე, რომ არის მართალი და ტყუილს არ იტყვის. ორივე მითი დაიმსხვრა. ჯერ ერთი საპრეზიდენტო კამპანია მან დაიწყო ტყუილით, თითქოს არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ამ დროს ყველა ხვდება, რომ ის არის „ოცნების“ კანდიდატი. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის სიმართლის, მე პირადად არ მჯერა. რაც შეეხება მითს მის პრინციპულობაზე, დღეს ისიც დაიმსხვრა. 2008 წლის ომთან დაკავშირებით, დღეს ის თავს იმართლებდა, ამტკიცებდა იმის საპირისპიროს, რასაც ორი დღის წინ ამბობდა. სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ის სიტყვები, რომელიც არამხოლოდ ნათქვამი ჰქონდა, არამედ და თავის წიგნში აქვს დაწერილი.

სირცხვილია, ქალბატონო სალომე. მე მესმის, რომ პრეზიდენტის სავარძელი თქვენთვის ძალიან ძვირფასია და გადამწყვეტია, მაგრამ არ ღირს საკუთარ პრინციპებზე და საკუთარ შეხედულებებზე უარის თქმა, მით უმეტეს, როდესაც პრეზიდენტობა არც თუ ისე გარანტირებული გაქვთ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ომი მან დაიწყო.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge