primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში კანაფის პლანტაციები შეიქმნას - რომან გოცირიძე

  • პოლიტიკა
  • 17.09.2018
  • 17:30
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში კანაფის პლანტაციები შეიქმნას - რომან გოცირიძე

ხელისუფლება ატყუებს საზოგადოებას, რომ თითქოს ვიპოვეთ ოქროს საბადო და ამით საქართველო აშენდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი არასდროს განხილულა და ვიღაცას ეგონა ამ კანონპროექტს გაათრევდა ძალიან უმტკივნეულოდ.

„უძლიერესი პროტესტი მიიღო ხელისუფლებამ საზოგადოებისგან, უკან დაიხიეს, მაგრამ სწრაფი ფულის შოვნით დახარბებული ადამიანები ამაზე ხელის აღებას არ აპირებენ. საარჩევნო პერიოდში, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატის გამოსვლები ქცეულია კურიოზებად და სოციალური ქსელის მთავარი განხილვის საგნად, ჩათვალეს, რომ ეს თემა ახლა გვერდზე უნდა გადადონ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში კანაფის პლანტაციები შეიქმნას და საკანონმდებლო ბაზა არ იყოს მომზადებული”, - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, მხოლოდ საკუთარ სახლსა და ოთახში უნდა მისცე ეკონომიკასა და ფინანსებზე საუბრის უფლება ფინანსთა მინისტრს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ თურმე კანაფის ექსპორტით საქართველო 2-3 წელიწადში მიიღებს მილიარდ ლარს.

„კანონპროექტი შემოვიდა ახლა, სადაც არის საუბარი, რომ მარიხუანას მოწევა ნებადართულია მხოლოდ საკუთარ ოთახში. მხოლოდ საკუთარ სახლში და ოთახში უნდა მისცე ეკონომიკასა და ფინანსებზე საუბრის უფლება ფინანსთა მინისტრს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ თურმე კანაფის ექსპორტით საქართველო 2-3 წელიწადში მიიღებს მილიარდ ლარს. ეს არის სისულელე. სამედიცინო და პარფიუმერული კუთხით კანაფის მოხმარება მსოფლიოს მასშტაბით არის უკიდურესად შეზღუდული. ერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს რამდენიმე მილიონი, მაგრამ საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს. ატყუებენ საზოგადოებას, რომ თითქოს ვიპოვეთ ოქროს საბადო და ამით საქართველო აშენდება. ხელისუფლება ცდილობს უაღრესად საშიში იდეის გატანას“, - აღნიშნა გოცირიძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge