primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

პრემიერი: ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება

  • პოლიტიკა
  • 04.12.2015
  • 11:28
პრემიერი: ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება

”ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება, რომელიც ეკონომიკის სხვა სფეროებთან გულისხმობს ენერგეტიკის სფეროშიც თანამშრომლობის გაღრმავებას”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო სამომავლოდ ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ სივრცეში ინტეგრაციას შეძლებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებულ რეგიონალურ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

,, საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივა იყო სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება. ამისთვის შეიქმნა პოლიტიკური პლატფორმა, როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთ, ისე დასავლეთ-აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნების ქვეყნებისთვის. ასევე განხილული იქნა ქმედითი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის და რეგიონალურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვის ახალი შესაძლებლობები. ამ ეტაპზე, ჩვენ თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი ელექტრო გადამცემი ხაზი, რომელიც შევიდა ექსპლუატაციაში 2013 წელს, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ასევე შავი ზღვის ელექტრო გადამცემი ქსელის პროექტის ლოგიკური გაგრძელება გულისხმობს რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ჩართვას ელექტრო ენერგიის რეგიონალურ ბაზარში, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ელექტრო ენერგიით ტრანს სასაზღვრო ვაჭრობას რეგიონში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერმა ბაქო-თბილისი-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

"მოგეხსენებათ, მიმდინარეობს სამხრეთ კავკასის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ამოქმედებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასევე ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ აშხაბადის დეკლარაციას, მივესალმებით ტრანს კასპიური მილსადენის მშენებლობას და ვმონაწილეობთ ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც ამ პროექტის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეგიონალური და ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სატრანზიტო პროექტის განხორციელება, როგორის არის ევროაზიის ნავთობის სატრანსპორტო დერეფანი. ასევე გათხევადებული გაზის მიწოდების აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერ კორექტორი აგრი ელენჯი და თეთრი ნაკადი.

ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება, რომელიც ეკონომიკის სხვა სფეროებთან გულისხმობს ენერგეტიკის სფეროშიც თანამშრომლობის გაღრმავებას.

მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ სამომავლოდ შევძლებთ ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ სივრცეში ინტეგრაციას. საქართველომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ევროკომისიის მხარესთან სწორედ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მიზნით და ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge