8 დაღუპული და 28 დაშავებული - თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა
- მსოფლიო
- 18.09.2018
- 13:07
რვა ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა თურქეთში სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად. ინციდენტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, აფიონკარაჰისარის პროვინციაში მოხდა.
არსებული ცნობით, სამგზავრო ავტობუსი ანტალიიიდან ესქიშეჰირში მიდიოდა. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ის გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.