png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე - შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

  • სამართალი
  • 18.09.2018
  • 13:26
საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე - შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს. სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმა“. 

კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საუკეთესო კადრების მოზიდვის და მათი კარიერული ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ყველას ექნება შესაძლებლობა გადამზადების. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი სტრუქტურაა. გვაქვს იმის საშუალება რომ სისტემაში ხალხი შევინარჩუნოთ, თუმცა მეორეს მხრივ ვაცნობიერებთ რომ კომპეტენცია უნდა ფასდებოდეს. შეუძლებელია ეფექტური სისტემის აწყობა თუ კვალიფიკაციის მაღალ დონეს არ მოჰყვა მეტი უფლებამოსილებები და მეტი პასუხისმგებლობები. რაც შეეხება კარიერულ ზრდას, ყველას ექნება ამის შესაძლებლობა. მიღების წესთან დაკავშირებით, მკვიდრდება ახალი წესი როგორ მოხდება კარიერული ზრდა.

ვერ გადავა ადამიანი ერთი საფეხურიდან უფრო მაღალ კარიერულ საფეხურზე თუ შესაბამისი კვალიფიკაციის გადამზადების ან საბაზისო კურსები არ ექნება გავლილი, ესეც იქნება ძალიან მკაფიოდ სტრუქტურირებული და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.

ჩვენი მიზანი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პირველ რიგში მართლწესრიგის, კრიმინალთან ბრძოლის, საგამოძიებო კომპონენტის განმახორციელებელი ორგანო, იყოს მიმზიდველი კვალიფიციური ახალგაზრდა კადრებისთვის. ეს არის ძირითადი ამოცანა, არ უნდა იყოს ეს რუტინული სამსახური მხოლოდ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როგორც სოციალურ კომპონენტს, ასევე კარიერული ზრდის კომპონენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არავის არსად არ გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს, თუმცა, შიდა გრადაცია მოხდება, საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge