სამხრეთ აფრიკაში მარიხუანის გამოყენების ლეგალიზება მოხდა
- მსოფლიო
- 18.09.2018
- 15:41
სამხრეთ აფრიკის საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის შენახვისა და მოხმარების ლეგალიზება მოახდინა.
„პირად სივრცეში კანაფის მოხმარება ან შენახვა აღარ იქნება სისხლის სამართლის დანაშაული სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ რაიმონდ ზონდომ.
2014 წელს სამხრეთ აფრაკაში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მარიო ორინი ამბროზინიმ წარადგინა კანონპროექტი მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ.
ქვეყნის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართებოდა მიტინგები სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოხმარებაზე კანომდებლობის შერბილების შესახებ.