აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსს“ 31 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 18.09.2018
- 16:46
აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსს“ სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ძირითადი დარტყმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატმა მიიღო, სადაც 24 ადამიანი დაიღუპა.
სააგენტო Associated Press-ის მონაცემებით, შტატის 600 ათასზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მეზობელ სამხრეთ კაროლინაში კი 60 ათასზე მეტი. აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წყალდიდობა მოხდა.
სინოპტიკოსების მონაცემებით, „ფლორენსი“ ჯერ შტორმამდე დასუსტდა, ამჟამად კი პოსტ-ტროპიკული ციკლონად გადაკვალიფიცირდა. ქარის მაქსიმალური სიჩქარე წამში 11 მეტრს შეადგენს, თუმცა უახლოეს დღეებში „ფლორენსი“ შესაძლოა კვლავ გაძლიერდეს.
„ფლორესნი“ აშშ-ის სანაპიროს თავს 14 სექტემბერს დაატყდა.