რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს
- სამართალი
- 19.09.2018
- 11:26
რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია კიდევ ერთხელ გაქურდეს.
წინასწარი ინფორმაციით, მოპარულია 18 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი.
მძარცველებმა მაღაზიაში შესვლა კარის დაზიანებით მოახერხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ცნობისთვის, რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია წელს უკვე მეორედ გაქურდეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200