primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

მომავალმა პრეზიდენტმა მეუფეებს კი არ უნდა უკითხოს კონსტიტუცია და სახარება, არამედ პოლიტიკური თამაშებისგან უნდა გაათავისუფლოს ეკლესია - უსუფაშვილი

  • პოლიტიკა
  • 19.09.2018
  • 14:27
მომავალმა პრეზიდენტმა მეუფეებს კი არ უნდა უკითხოს კონსტიტუცია და სახარება, არამედ პოლიტიკური თამაშებისგან უნდა გაათავისუფლოს ეკლესია - უსუფაშვილი

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა უკიდურესად არაჯანსაღია, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის აპირებს, უხერხემლო და ფარისეველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პატრიარქთან კეკლუცობით პიარს იკეთებენ და მის კალთას ამოფარებულები პასუხისმგებლობას გაურბიან, განუმარტოს კონსტიტუციური წესრიგის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანა. 

"სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აპირებს ეკლესიას, მეუფეებს და სხვა საულიერო პირებს ასწავლოს ჭკუა და კონსტიტუცია. 

მე, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ უხერხემლო და ფარისეველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პატრიარქთან კეკლუცობით პიარს იკეთებენ და მის კალთას ამოფარებულები პასუხისმგებლობას გაურბიან, განვუმარტო კონსტიტუციური წესრიგის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანა. 

მარიხუანას მოშენების თაობაზე მმართველი გუნდის უპრეცედენტო იდიოტიზმმა, რომლის საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტება მათმა კანდიდატმა თავად იკისრა, სრულიად ერი და ბერი გადარია. ხოლო კონსტიტუციაც, კონკორდატიც, სახელმწიფოც და ეკლესიაც ქალბატონი სალომეს ოცნებელმა თანაგუნდელებმა დააზიანეს, როდესაც ერთ დღეში ლომებიდან კურდღლებად ქცეულები საპატრიარქოს იატაკზე იტყავებდნენ მუხლებს და პირობას დებდნენ, რომ მარიხუანას კულტივირების შერჩეული მოდელი „სათნო იქნება ღვთისათვის“...

ფაქტია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა უკიდურესად არაჯანსაღია და ორივე ინსტიტუტს სერიოზული საფრთხით ემუქრება. მაგრამ ამგვარ ვითარებაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი სახელმწიფოა. არაკვალიფიციური, უპასუხისმგებლო და ფარისეველი სახელმწიფო თანამდებობის პირების სინდისზეა დღეს ეკლესიაში და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემების უდიდესი უმრავლესობა. პოლიტიკოსებმა და სახელმწიფო თანამდებობის პირებმა უნდა შევწყვიტოთ საეკლესიო წრეების იმაზე წახალისება, რაც მერე აღარ მოგვწონს ხოლმე და ეკლესია როგორმე თავად მიხედავს საკუთარ პრობლემებს. ამიტომ, მომავალმა პრეზიდენტმა მეუფეებს კი არ უნდა უკითხოს საჯაროდ კონსტიტუცია და სახარება, არამედ პოლიტიკური თამაშებისგან უნდა გაათავისუფლოს ეკლესია და კანონი უნდა აქციოს სახელმწიფოში უზენაეს ძალად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge