ლონდონში ავტომობილმა ქვეითებს გადაუარა
- მსოფლიო
- 19.09.2018
- 15:30
ლონდონში ავტომობილმა გამვლელებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ გაზეთი The Sun-ი იუწყება.
პოლიციის ცნობით, ავტომობილში დაახლოებით 20 წლის სამი მამაკაცი და ერთი ქალი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდები ანტიისლამურ ლოზუნგებს ყვიროდნენ. აღნიშნულია, რომ მანამდე, ვიდრე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახებოდა, ისლამურ ცენტრში მყოფ პირებთან კონფლიქტი მოუვიდათ.
პოლიცია ინციდენტს ტერორისტულ აქტს არ უკავშირებს. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.