primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

აკაკი ზოიძემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ბოდიში მოუხადა

  • პოლიტიკა
  • 20.09.2018
  • 14:28
აკაკი ზოიძემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ბოდიში მოუხადა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ემოციურობისთვის ბოდიში მოუხადა.

ამის შესახებ მან კომიტეტზე განაცხადა.

„მე მინდა ბოდიში მოვუხადო ლევან გოგიჩაიშვილს, თუ რაიმე ჟესტით გამოვხატე თავიდან მოცილების მცდელობა. ეს ასე არ იყო, ბოდიშს ვიხდი ბატონო ლევან. ძალიან ემოციური საკითხია. პირადად მე ძალიან დიდი შინაგანი წინააღმდეგობა მაქვს ამ საკითხზე მსჯელობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ როგორც სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი და ხვალვე უნდა გაკოტრდეს, ისევე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი ბიზნესია სათამაშო ბიზნესი, რომელიც ადამიანის ვნებებზე მოქმედებს. ამ ბიზნესისგან სარგებლის მიღება არსებობს, მაგრამ ზიანი მეტი მოსდის ქვეყანას. ჩემი აზრით, თამბაქოს მოწევის დაშვების გამონაკლისი სამორინეებსაც არ უნდა ეხებოდეს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან კონსულტაციებს. დავსხდეთ, გავიაროთ ეს თემა და თუ რაიმე დამაკმაყოფილებელ პრინციპს შეიძლება მივაღწიოთ, მზად ვართ ვიმსჯელოთ ამაზე“, - განაცხადა ზოიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ იურიდიულ საკითხთა კომისტეტის სხდომაზე სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას უმრავლესობის წევრებს - ლევან გოგიჩაშვილსა და აკაკი ზოიძეს შორის ხმაური მოყვა.

დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს საკითხი დაუშვებელია და ის პრინციპულად შეეწინააღმდეგება მას.

„საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. 

კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესა და დეპუტატ ლევან კობერიძეს.

ზოიძემ გოგიჩაიშვილს უპასუხა - „ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე“.

აკაკი ზოიძის განცხადებით, მიზანი არის ის, რომ პატარა სლოტ-კლუბები შეიზღუდოს.

„ყველა კორპუსის ქვეშ არის და პატარა ბავშვები შედიან. ეს არის მოტივაცია, რომ იყოს მხოლოდ დიდი სლოტ-კლუბები, სადაც უცხოელები მიდიან. ეს იქნება არაპირდაპირი შედეგი, თუმცა ჩვენი მოტივაცია ეს არ არის“, - განაცხადა ზოიძემ.

სხდომაზე სიტუაცია კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განმუხტა.

შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, სლოტ-კლუბებში თამბაქოს მოწევა დაშვებული გახდეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge