ბურჯანაძე რუსეთში "ევრაზიულ ქალთა ფორუმს" ესწრება, სადაც აფხაზეთის დელეგაციაც იმყოფება
- პოლიტიკა
- 21.09.2018
- 11:17
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში "ევრაზიულ ქალთა ფორუმს" ესწრება.
ფორუმის ორგანიზატორი რუსეთის ფედერაციის საბჭო და დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეაა.
ის რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გახსნა.
ფორუმს 110 ქვეყნიდან 2 000-მდე ქალი დაესწრო. ფორუმზე ასევე იმყოფებოდა ოკუპირებული აფხაზების დელეგაცია.