ვიეტნამის პრეზიდენტი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 21.09.2018
- 11:31
ვიეტნამის პრეზიდენტი ჩან დაი კუანგი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ადგილობრივი და უცხოელი ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ჩან დაი კუანგი საავადმყოფოში მძიმე დაავადების შედეგად აღესრულა.
ის ქვეყნის პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ პრეზიდენტად 2016 წლის აპრილში აირჩია.
ვიეტნამში პრეზიდენტის ინსტიტუტი ცერემონიულ ხასიათს ატარებს, პრეზიდენტი ქვეყანას პრემიერ-მინისტრთან და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელთან ერთად მართავს.