primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
24 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

„ღამის ავტობუსის“ მარშრუტი დღეიდან ამოქმედდება

  • საზოგადოება
  • 21.09.2018
  • 11:43
„ღამის ავტობუსის“ მარშრუტი დღეიდან ამოქმედდება

21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ №222 ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

„ღამის ავტობუსის“ მარშრუტის გასაცნობად, თბილისის მერიის ორგანიზებით, მედიატური გაიმართა. „ღამის ავტობუსით“ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და თბილისში „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრეს და მათ ავტობუსის მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„პროექტი საპილოტეა, თუმცა სამი თვის შემდეგ, თუ ის გაამართლებს, სხვა რეისებსაც აუცილებლად დავამატებთ. ღამის ავტობუსი მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი იქნება არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ღამის საათებში მუშაობა და ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებით გადაადგილება უწევთ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

სერგი გვარჯალაძის თქმით, №222 ავტობუსის მარშრუტი ღამის საათებში ქალაქის ყველაზე აქტიურ ლოკაციებს მოიცავს.

„აღნიშნული ავტობუსით ერთმანეთთან დავაკავშირეთ ქალაქის ორი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი - გლდანი და ვარკეთილი. მარშრუტი მოიცავს ქალაქის კულტურულ ცენტრებს, სადაც პარასკევსა და შაბათს ყველაზე დიდი აქტივობაა. მათ შორისაა აბანოთუბანი, ახალი აღმაშენებლის გამზირი. ეს არის საპილოტე პროექტი. ჩვენ დავაკვირდებით ავტობუსზე მოთხოვნას და მარშრუტებთან დაკავშირებით შესაბამისი კორექციებიც იქნება. წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება ზუსტი სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ტრანსპორტირება გვჭირდება თბილისში ღამის პერიოდში“, -განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

ღამის ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. შემდეგ, „ღამის ავტობუსი“ ვახუშტის ხიდს გადაკვეთს და მგზავრებს ვახუშტის ქუჩაზე და სტადიონ „დინამო არენასთან“ მიიყვანს, საიდანაც გზას აღმაშენებლის გამზირზე განაგრძობს და მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გაჩერდება. ამის შემდეგ, იგი გაივლის მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი) ქუჩებს და მგზავრებს ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაუჩერებს, ხოლო შემდეგ - თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე - „კონკასთან“. ავტობუსი გადაკვეთს ბარათაშვილის ხიდს და მგზავრებს ევროპის მოედანზე მიიყვანს. იგი გზას გორგასალისა და გულუას ქუჩებისკენ განაგრძობს და აბანოებთან გაჩერდება. ორთაჭალის გავლის შემდგომ, ავტობუსს მორიგი გაჩერებები ექნება დოდაშვილის მოედანსა და მეტრო „ისანთან“. ავტობუსი კახეთის გზატკეცილით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება და მოძრაობას მეტრო „ვარკეთილთან“ დაასრულებს.

საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული - 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

ღამის ავტობუსს შემდეგი გაჩერებები ექნება: 

• მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“;
• ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი“);
• მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა;
• ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა;
• სტადიონი „დინამო არენა“;
• დავით აღმაშენებლის გამზირი #106;
• პირველი რესპუბლიკის მოედანი;
• მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“;
• ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. „კონკა“;
• ევროპის მოედანი;
• ვახტანგ გორგასალის ქ. #7 - აბანოებთან;
• დოდაშვილის მოედანი;
• მეტროსადგური „ისანი“;
• მეტროსადგური „ვარკეთილი“.

ღამის ავტობუსის პირველ მგზავრებს გამომცემლობა „ინტელექტი“ სასიამოვნო სურპრიზს უმზადებს. მათ ავტობუსში ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები დახვდებათ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge