primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს აქვს პროგრესი , გააგრძელეთ ეს გზა, რომელიც ნატო-ს წევრობამდე მიგიყვანთ - როუზ გოტემოლერი

  • პოლიტიკა
  • 21.09.2018
  • 12:01
საქართველოს აქვს პროგრესი , გააგრძელეთ ეს გზა, რომელიც ნატო-ს წევრობამდე მიგიყვანთ - როუზ გოტემოლერი

თქვენ გაქვთ პროგრესი რეფორმების გატარების კუთხით, ეკონომიკური განვითარებისა და უფრო ეფექტიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, შეირაღებული ძალების მოდერნიზებით. გირჩევთ ამ გზის გაგრძელებას, ვინაიდან ეს გზა მიგიყვანთ ნატო-ს წევრობამდე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა განაცხადა.

მისი თქმით, ივლისის სამიტზე ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო გაწევრიანდება ალიანსში და ისინი გააგრძელებენ საქართველოს მომზადებას წევრობისთვის.

მისივე განცხადებით, საქართველოს ნატო-ს საერთო უსაფრთხოების საკითხებში წვლილი შეაქვს. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატო-ს მიერ წარმოებულ საწვრთნელ ოპერაციაში ავღანეთში და ქვეყანას სტაბილურობის დამყარებაში ეხმარება.

მისივე თქმით, ალიანსი აფასებს საქართველოს მიერ ნატო-ს მისიებისა და ოპერაციების მხარდაჭერას.

„მოხარული ვარ სექტემბერში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობით. ეს იყო პირველი შეხვედრა პარტნიორებთან მნიშვნელოვანი სამიტის დასრულების შემდეგ. ძალიან მოხარული ვიყავით, სამიტზე საქართველოს მასპინძლობითა და ნატო-საქართველოს კომისიის მთავრობის მეთაურებისა და პრეზიდენტების დონეზე ჩატარებით. ბედნიერი ვარ, გამოვაცხადო, რომ ვგეგმავთ 3 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. ეს მიუთითებს ურთიერთობაზე, რომელიც ნატო-სა და საქართველოს შორისაა“, – დასძინა როუზ გოტემოლერმა.

როგორც მან აღნიშნა, 10 წლის განმავლობაში საქართველომ შეასრულა ცენტრალური როლი ნატო-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განმტკიცებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში.

მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეირაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ეს მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს და მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს შეირაღებული ძალები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. ასევე, ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის სამხედრო ქმედებებით შავი ზღვის რეგიონში. შავი ზღვის უსაფრთხოება ნატო-სთვის ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც საქართველოსთვის“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ნატო ახლოს არიან ისე, როგორც არასდროს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge