png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ - "კურიერმა" ახალი ჩანაწერი მოიპოვა

  • საზოგადოება
  • 21.09.2018
  • 12:38
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ - "კურიერმა" ახალი ჩანაწერი მოიპოვა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა "ომეგა ჯგუფის" სკანდალურ საქმესთან დაკავიშრებით ახალი ჩანაწერი მოიპოვა. 

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ ჩანაწერში სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.

ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის, ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს:

„ლევან ყიფიანი: - აგერ, ძმაო, გადამიფორმეთ, 5 მანქანა, რაც ძველი დავალიანებაა. აქედან მერე, რაც ჩამოეჭრება და 30 მილიონიანი რესტრუქტურიზაცია, 30 მილიონის პროცენტი მომეცით. 3 მანქანა, რომელიც არის გადმომიფორმონ, რომ მე კიდევ არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო, ერთი მინისტრი და მეორე მინისტრი.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ერთ მინისტრი რა ქუმსიშვილს არ გულისხმობ?

ყიფიანი: - სხვას, წინა მინისტრსაც ვგულიხმობ.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ხადური ხომ?

ყიფიანი: - ჰო. ერთი კუპერი, X 4 და X 5

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ქუმსიშვილის

ყიფიანი: - კიი. ეს 3 მანქანა გადმომიფორმდეს, ან ვისაც მოვიყვან იმაზე გადააფორმონ იმაზე, რომ მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ, მაიცა და ხვალ იყოს და ზეგ იყოს. მარა აქ მე, მარტო არა ვარ. აქ ვალდებულებებია, ამ ვალდებულებებს მე ვეღარ გავექცევი.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - რა ვალდელბულებებია?

ყიფიანი: - ფინანსური ვალდებულებები.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეგ, რას ნიშნავს?

ყიფიანი: - რომ უნდა გავცე ეს ვალდებულებები.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ბიუჯეტში, თუ?

ყიფიანი: - არა,

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - აა, ზოგადად?

ყიფიანი: - ჰო. ამ მანქანების გარდა.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - აა, მანქანების გარდა კიდე? მე არ ვიცი

ყიფიანი: - ჩემგან, ჩემგან, უნდა გაიცეს.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ააა

ყიფიანი: - მე რასაც ავიღებ, კიდევ უნდა გავცე".

მაღალჩინოსნებისთვის ძვირადღირებული მანქანების იძულებით გადაცემის შესახებ ინფორმაცია, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა დაადასტურა.

ზაზა ოქუაშვილმა თქვა, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არ ყოფილა ერთადერთი მაღალჩინოსანი, ვინც ავტომობილებს ითხოვდა.

ცნობისთვის, „ომეგა ჯგუფი“ საქართველოში რამდენიმე მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია და ის ფლობს თბილისში, BMW-ს, Bentley-ის, Maserati-ის და Opel-ის ავტოსალონებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge