გამოკითხულთა უმეტესობა ანგელა მერკელის გადადგომის მომხრეა
- მსოფლიო
- 21.09.2018
- 15:11
გერმანული გამოცემა Bild-მა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად, გერმანელთა 56 პროცენტმა მხარი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გადადგომას დაუჭირა. გამოკითხვა სოციოლოგიურმა ცენტრმა Insa-მ ჩაატარა.
კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ მერკელის გადარჩევას მხარს 24 პროცენტი უჭერს, კიდევ 47 პროცენტი ვადამდელი არჩევნების ჩატარების მომხრეა, 24 პროცენტი კი წინააღმდეგი.
საინტერესოა, რომ სხვა გამოკითხვის მონაცემებით, რომელიც კომპანია YouGov-მა ჩაატარა, მერკელის გადადგომას მხარი გერმანიის მოსახლეობის 43-მა პროცენტმა დაუჭირა.