primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს კიდევ ერთი დაზარალებული - ლევან დადუნაშვილის ოჯახი ჰყავს, რომელიც სერგი კაპანაძეს გუშინ არც გახსენებია - ეკა ბესელია

  • პოლიტიკა
  • 21.09.2018
  • 16:20
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს კიდევ ერთი დაზარალებული - ლევან დადუნაშვილის ოჯახი ჰყავს, რომელიც სერგი კაპანაძეს გუშინ არც გახსენებია - ეკა ბესელია
არის ლევან დადუნაშვილის ოჯახი, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეს გუშინ არც გახსენებია, – ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

მან მომხდარის გამო ორივე ოჯახს მიუსამძიმრა და კომისიის მანდატსა და მისი შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, მინდა, დავიწყო სამძიმრით და არა მხოლოდ  ერთ, დავით სარალიძისოჯახს მივუსამძიმრო, არამედ დადუნაშვილების ოჯახსაც, რომელიც გუშინ არ გახსენებია სერგი კაპანაძეს, რამდენჯერაც ახსენებდა ერთ დაზარალებულს. ამ საქმეს ჰყავს კიდევ ერთი დაზარალებული ოჯახი და არა მხოლოდ ეს ოჯახი. როდესაც დაზარალებულებზე ვსაუბრობთ, როგორმე მაშინ მაინც უნდა მოვახერხოთ და პოლიტიკური განწყობებისგან გავთავისუფლდეთ“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, შემდგომში საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისითაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

„მინდა, კომისიის საქმიანობაზე ვთქვა ორიოდე სიტყვა იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო ტრადიციას არ აქვს გამოცდილება ასეთ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის. მაშინ, როცა პარლამენტში უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, როგორც წესი, არ იქმნებოდა. ამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ჰქონდა არა მხოლოდ ამ ერთი საქმის, არამედ შემდგომში საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. გადაწყვეტილებამ, რომლითაც კომისიაში უმრავლესობით „ევროპულ საქართველო“ იყო, აჩვენა, რომ ასეთი არ უნდა იყოს საგამოძიებო კომისია. ჩემთვის, რომელიც ამ პროცესებს შიგნიდან ვაკვირდებოდი და ჩართული ვიყავი, სამწუხარო იყო, მენახა, რამდენად პოლიტიზებული იყო სრულად პროცესი“, – განაცხადა ბესელიამ.

თუმცა, მისი თქმით, ეს სწორედ საპასუხისმგებლო ეტაპია, როდესაც პოლიტიკოსებმა უნდა მოახერხონ  და პოლიტიკური განწყობებისგან გათავისუფლდნენ.

„სამწუხაროდ, კომისიამ ეს ვერ შეძლო. ქადაგიძისა და ჭაიას დაწერილი, შემდეგ კი, კომისიის წევრი იურისტების მიერ კორექტირებული დასკვნით აჩვენა, რომ იმდენად ვერ გაექცა პოლიტიკურ განწყობას კომისიის უმრავლესობა, მათ ვერ მოახერხეს, მერაბიშვილის ეპიზოდი მაინც არ შესულიყო ამ საქმეში და ეს ხელოვნურად დანახული ბმა, პოლიტიკური ელფერის ყველაზე მკაფიო მაგალითი არ გამხდარიყო. ვფიქრობ, წერტილი აქ უნდა დავსვათ, ყველაფერი გასაგებია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge