ჩიქოვანის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა
- საზოგადოება
- 24.09.2018
- 09:38
თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ცეცხლი სამსართულიანი სახლის სხვენში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა დაახლოებით 60 კვ მეტრ ფართობი.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბუხრის საკვამურიდან გაჩნდა. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა.