png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველო მეორე ადგილზეა

  • ეკონომიკა
  • 25.09.2018
  • 11:54
ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველო მეორე ადგილზეა

გავლენიანი გამოცემა  Bloomberg  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევას აქვეყნებს.  2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ  ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველომ  მეორე ადგილი დაიკავა, ზრდა +27.9%

სიის ათეულში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ:   

1 სან მარინო 31.1%

2 საქართველო 27.9%

3 ისრაელი 24.6 %

4 თურქეთი 24.14%

5 ისლანდია 24.11%

6 მაკედონია 23.5%

7 აზერბაიჯანი 20%

8 მოლდოვა 19.6%

9 ბოსნია და ჰერცეგოვინა 18.66%

10 სომხეთი 18.65%

Bloomberg-ის ჟურნალისტი ნიკი ეკშტეინის თქმით  საქართველო გამოცდილი მოგზაურებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა.

"უნდა ვაღიაროთ, ამხელა ზრდას საქართველოში არ ველოდებოდით, მაგრამ თუ ჩვენ სიღრმისეულად ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ამის მიზეზი არსებობს.  ამ ქვეყანაში კულინარიული თავგადასავლები სულ უფრო პოპულარული ხდება და ქართული სამზარეულო მოგზაურების მოსაზიდად კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს. ქართული ტრადიციული კერძები საუკეთესო მიზეზია, რომ ეწვიოთ ევროპის ამ ხელშეუხებელ კუთხეს."

სტატიაში  ნიკი ეკშტეინი აღწერს თბილისის თანამედროვე სასტუმროებს, ბარებს, რესტორნებს და გასართობ ობიექტებს.

 გაეროს მსოფლიო ტურიზმის  ორგანიზაციამ (UNWTO ) 2017 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის  საქართველომ  მე-4  პოზიცია დაიკავა.   ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები,  ტენდენციები  და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს. 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშს აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე:

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით წამყვანი პოზიცია დაიკავა, აღსანიშნავია, რომ საქართველო როგორც  წარმატებული და ტურისტულად მზარდი ქვეყანა მსოფლიოს არაერთ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა.   ეს ფაქტი  შთამბეჭდავი  მხოლოდ საქართველოს მასშტაბით არ არის,  არამედ მოწინავე ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანი სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის. "

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge