ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 65 წლის მამაკაცი დაშავდა
- სამართალი
- 26.09.2018
- 14:06
ბორჯმოში, მესხეთის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით მიმავალმა „ოპელ ვექტრას“ მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა. 65 წლის მამაკაცმა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტს გამოკვლევები უტარდება.
ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200