primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ჩვენი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახშია - მამუკა ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 28.09.2018
  • 10:06
ჩვენი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახშია - მამუკა ბახტაძე

100 წლის წინ დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებით საქართველომ თავისი ცივილიზაციური არჩევანი კიდევ ერთხელ დაადასტურა და ამით ჩვენი ერის მომავალი განსაზღვრა - ჩვენი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერეალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არჩევანი დღესაც უცვლელია, რაც ევროპული იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია.

“საქართველო თავისი ღირებულებებით, თავისი შეტანილი წვლილით ყოველთვის იყო ევროპის ორგანული ნაწილი და დღესაც ევროკავშირთან წარმატებული თანამშრომლობით განაგრძობს ამ გზაზე წინ სვლას. 100 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მის კონსტიტუციას სწორედ ის ღირებულებები და პრინციპები დაედო საფუძვლად, რომლებიც დღემდე აქტუალური და პროგრესულია. ამის დასტურად მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან - 100 წლის წინანდელ საქართველოს მრავალპარტიულ პარლამენტში უკვე წარმოდგენილი იყო 5 ქალი, რაც იმდროინდელი დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც კი დიდი იშვიათობა იყო. სწორედ ასეთ დიდ მოვლენას, დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს წელს ჩემი ქვეყანა, რომელმაც 27 წლის წინ აღიდგინა დამოუკიდებლობა და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შენება დაიწყო. ეს თითქოს ისტორიისთვის ცოტაა, თუმცა, ბევრია იმ ქარტეხილებისთვის, რომელთა გადატანაც ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას მოუწია. დღეს ქართული სახელმწიფო ზუსტად იმ ღირებულებების მემკვიდრე და გამგრძელებელია, რომლებსაც საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge