primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა

  • პოლიტიკა
  • 28.09.2018
  • 10:21
საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა

პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივაში „Good Human Rights Stories" (GHRS) მოხვდა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყანა.

აღნიშნული ინიციატივის და მასში შემავალი ქვეყნების წარდგენა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე მოხდა, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ გახსნეს. საკუთარ გამოსვლაში გაერო-ს გენერალურმა მდივანმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში წარმატებული მაგალითების წარმოჩენის აუცილებლობას და განაცხადეს რომ აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მიღწევების დანარჩენი მსოფლიოსთვის გაზიარებას.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით არ შეიძლება ბოლო ათწლეულების მანძილზე მიღწეული პროგრესის დავიწყება: „ ამ წარმატებული მაგალითების შესახებ ყველამ უნდა შეიტყოს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკან მდგომი ადამიანები შევაქოთ, არამედ იმიტომაც, რომ მათი წარმატება გახდეს შთაგონების წყარო სხვებისთვის. როგორც ადამიანის უფლებათა უარყოფა ქმნის პრობლემას, ასევე ადამიანის უფლებათა განმტკიცება წარმოადგენს ამ პრობლემის გადაჭრის გზას. ადამიანის უფლებები რეალურ ადამიანების რეალური ისტორიებია, სამყაროს შეცვლის რეალური ფაქტებია. ამ მაგალითების გაზიარებას უკიდეგანოდ პოზიტიური ეფექტი ექნება. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ერთ კუთხეში მიღწეული პროგრესი ნაყოფს სხვაგანაც გამოიღებს" - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ინციატივის მონაწილე 13 ქვეყანას, სამოქალაქო და ადმიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს და აღნიშნა, რომ ღონისძიება სწორედ მათი საქმიანების წარმოჩენას ემსახურება: „ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით რათა აღვნიშნოთ თქვენს მიერ გაწეული საქმიანობა. თქვენ ხართ დღეს ყურადღების ცენტრში და წარმოადგენთ ჩვენი შეკრების მიზეზს. ჩვენ გვსურს თვალსაჩინო გავხადოთ, რომ პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შესაძლებელია და ის უკვე სახეზეა. ჩვენ ხშირად მეტ ყურადღებას ვუთმობთ პრობლემებს, რადგან მათი გადაჭრა ჩვენს მოვალეობას წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად მჯერა, რომ პოზიტიური შედეგების წარმოჩენა შეიძლება იყოს გადამდები და გახდეს შთაგონების წყარო სხვებისთვის, რადგან ადამიანის უფლებებს მოაქვს ხელშესახები შედეგი და არ წარმოადგენს მხოლოდ იდეას. დღეს ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ ერთმანეთს ათეულობით წარმატებულ მაგალითს მსოფლიოს სხვადსხვა კუთხიდან და იმედი მაქვს, რომ ისინი შთაგონების წყარო გახდება ათასობით ადამიანისთვის, ისევე როგორც პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა ამ პროექტზე მომუშავე ადამიანისთვის. იმედი მაქვს, რომ წარმატებული მაგალითების გაზიარებასთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა შემოგვიერთდეს ამ პროცესში." -განაცხადა მოგერინიმ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები წარადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მინისტრმა თავის გამოსვლაში საქართველოს, როგორც რეფორმისტული ქვეყნის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წელს საქართველოს მთავრობამ მემკვიდრეობად უაღრესად პოლიტიზირებული და რეპრესიული პენიტენციური სისტემა მიიღო, გატარებული რეფორმებით კი საქართველო დღეს მსოფლიოსთვის სამაგალითოა. როგორც მინისტრმა გამოსვლისას აღნიშნა პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების ამოსავალს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლება წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს დოკუმენტური ფილმი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი.
ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე, რომლითაც შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ინიციატივის ფარგლებში წარმოდგენილი წარმატებული მაგალითების გავრცელებას მსოფლიოში.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისიის ინიციატივა - „Good Human Rights Stories" (GHRS) მსოფლიოს 13 ქვეყანას აერთიანებს, სია ადამიანის უფლებების სფეროში წარმატებული და სამაგალითო ქვეყნებისგან შედგა, სადაც ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებების დაცვის კარგი სისტემა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ინიციატივაში რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" მიღებიდან 70 წლის იუბილეს უკავშირდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge