ბრიტანეთი სკრიპალების მოწამვალაში რუსეთის სპეცსამსახურების კიდევ ერთ თანამშრომელს ადანაშაულებს
- მსოფლიო
- 28.09.2018
- 10:44
ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა და პოლიციის კონტრტერორისტულმა სამსახურმა ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლაში კიდევ ერთი ეჭბმიტანილი გამოავლინეს.
The Daily Telegraph-ის ცნობით, ის რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია, რომელიც სოლსბერიში მისიას ასრულებდა. მედიის ვერსიით, მის ამოცანას წარმოადგენდა სკრიპალებზე თავდასხმის ორგანიზებაში დახმარება. ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება.
ბრიტანეთის ხელისუფელბამ რუსეთის ორი მოაქალაქე, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი სკრიპალების მოწამვლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ორივე რუსეთის დაზვერვის სამმართველოს თანამშომელია.