Boeing 737-800 მიკრონეზიის წყლებში ჩავარდა
- მსოფლიო
- 28.09.2018
- 11:02
პაპუა ახალი გვინეას ავიაკომპანია Air Niugini-სკუთვნილმა Boeing 737-800-მა, რომელიც ჩუუკისკუნძულების მიმართულებით ასრულებდა რეისს მიკრონეზიის წყლებში ავარიული დაშვება განახორციელა. ბორტზე სულ 36 მგზავრი იმყოფებოდა.
Pacific Daily News-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან 150 მეტრის დაშორებით წყალში ჩავარდა.
გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. წინასწარი მონაცემებით, 36 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი სამედიცინო შემოწმებას გადიან.