იაპონიაში მოსალოდნელი ტაიფუნის გამო 260 რეისი გააუქმეს
- მსოფლიო
- 28.09.2018
- 12:21
იაპონიაში ავიაკომპანიებმა 260 შიდა რეისი გააუქმეს ოკინავას პრეფექტურის ნაჰას აეროპორტიდან მოსალოდნელი ქარიშხალ „ტრამის“ გამო.
ტაიფუნი სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში, ოკინავასა და ამამის კუნძულებს შაბათს მიუახლოვდება. ქარიშხლის სიჩქარე ტაიფუნის ეპიცენტრთან საათში 162 კმ-ს შეადგენს.
ხელისუფლება კუნძულის მცხოვრებლებს სიფრთხილისა და მზადყოფნისკენ მოუწოდებს.