primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც პრემიერი გაერო-ში სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.09.2018
  • 15:12
ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც პრემიერი გაერო-ში სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა - სალომე ზურაბიშვილი

გაერო-ში მიმუშავია და კარგად ვიცი, როგორ მოქმედებს მშობლიურ ენაზე სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო თანამეგობრობაზე, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც პრემიერი გაერო-ში სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა.

„მამუკა ბახტაძის გაერო-ში გამოსვლამ ძალიან გამახარა, მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც გაერო-ში სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა. მე მიმუშავია გაერო-ში და კარგად ვიცი, როგორ მოქმედებს მშობლიურ ენაზე სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო თანამეგობრობაზე.

პირველად გატანილ იქნა არამხოლოდ ქართული ენა, არამედ ხაზი გაესვა, რა მნიშვნელობა აქვს და საიდან მოდის ქართული ენა.

ჩვენ მალე ფრანკფურტშიც გვექნება ჩვენი ენის, ლიტერატურისა და კულტურის წარდგენა, რაც არის ძალიან დიდი ნაბიჯი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს პრემიერის გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც ოკუპაციაზეასაუბარი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ

„თავად ვთქვი, რომ ჯარებს, რომლებიც ერთხელ მე გავიყვანე, სააკაშვილმა და სხვებმა ვერ და არ გაუწიეს წინააღმდეგობა. შედეგი არის ის, რომ ისევ შემოიყვანეს, მაგრამ ამ ჯარებს ისევ უკან გავიყვანთ. სამხედრო ბაზები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს და, რომლებიც ამ პერიოდში გაძლიერდა, არის შედეგი, რაც მივიღეთ. ეს იქნება ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სადაც მე გამოვიყენებ დიპლომატიურ გამოცდილებას, რომელიც არ მაქვს მიღებული „მიდ“-ში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge