primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება, ვიდრე ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული - წულუკიანი

  • პოლიტიკა
  • 28.09.2018
  • 17:38
იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება, ვიდრე ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული - წულუკიანი

იუსტიციის სახლები, დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული, ამიტომ ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში არსებულ გრძელ რიგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გადატვირთული იყო, რადგან მოქალაქეებს სურთ, კანონით დადგენილი ვადის ბოლო დღეს მიიღონ მომსახურება. 

„კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი იყო, რომ 1-ელ ოქტომბერს უნდა აეღოთ ტაქსის ლიცენზია, რომელიც სხვათაშორის პირველი ოქტომბრის შემდეგაც შეუძლიათ აიღონ – ეს იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვინც ჩქარობს და დღეს ცდილობს დღის ბოლომდე მიიღოს ეს სერვისი.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გადატვირთული იყო, რადგან მოქალაქეებს სურთ, კანონით დადგენილი ვადის ბოლო დღეს მიიღონ მომსახურება. რატომღაც მოქალაქეების დიდმა მასამ მოიცადა ბოლო დღემდე, მანამდეც შეეძლოთ მშვიდ გარემოში მიეღოთ ეს სერვისი.

ჩვენ დღეს 16:00 საათამდე, 6 600 მოქალაქეს მოვემსახურეთ, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ დღეს 8500 ადამიანს ვემსახურებით. რიგში დგას კიდევ ბევრი, რადგან ეჩქარებათ, 1-ელ ოქტომბრამდე მიიღონ სერვისი. მსურს, ყველას ვუთხრა, რომ იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული, ამიტომ ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს. უბრალოდ, სამომავლოდ ყველას ვურჩევ, რომ ბოლო დღემდე ნუ მოიცდიან, როდესაც კანონი გვიდგენს ვადას, იმ ვადის განმავლობაში მივიდეთ იუსტიციის სახლებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge