primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ჩვენ ოქუაშვილის გვერდზე უნდა ვიდგეთ, იმიტომ რომ ის არის ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი - გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 02.10.2018
  • 10:10
ჩვენ ოქუაშვილის გვერდზე უნდა ვიდგეთ, იმიტომ რომ ის არის ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი - გიგი უგულავა

„დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ოქუაშვილის გვერდზე უნდა ვიდგეთ და დავიცვათ ის, იმიტომ რომ ის არის ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, ოქუაშვილის რეპუტაცია ძალიან მძიმეა 90-იანი წლებიდან მოყოლებული,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. 

უგულავას თქმით, თუ კი ოქუაშვილი სისტემის დაშლაში მიიღებს მონაწილეობას, მას გვერდით უნდა დაუდგნენ, თუმცა ის გმირად ვერ გამოცხადდება.

"სიტუაცია არის ძალიან მძიმე და კრიტიკული,“ - ეს შეფასება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ გადაცემა „არჩევანში“ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა.

„ამ მმართველობამ, რომელსაც უკვე რვაფეხას ფორმა აქვს, მიიღო უკვე მეტასტაზების და კიბოს ხასიათი სამწუხაროდ,“ - აღნიშნა გიგი უგულავამ. ის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის ფაქტს დაადასტურებს.

„მართლა უსინდისო განცხადებაა, მაშინ, როდესაც მე შემიძლია ჩამოვთვალო მსხვილი ბიზნესის მთელი რიგი სექტორები, რომელშიც კონკრეტული პირები, მათ შორის უკვე მრავალგზის ნახსენები ოთარ ფარცხალაძე მონაწილეობდა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავა იმ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერსაც ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ ​თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი, "ქართულ ოცნებაში" მიდიოდა.

„თითოეულ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ 2,5 თეთრი თითოეული კოლოფიდან მიდის „ქართული ოცნების“ ჯიბეში. ანუ, ის ადამიანები, ვისაც მოგწონთ „ქართული ოცნება,“ ის ადამიანები, ვისაც არ მოგწონთ „ქართული ოცნება," მაგრამ სიგარეტს ეწევით, იძულებით ხართ, დააფინანსოთ „ქართული ოცნება.“ ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ასეთ ვითარებაში იქნება, სიგარეტს დავანებოთ თავი. ეს ერთია მაგრამ, პურის ჭამასაც ვერ დაანებებს ადამიანი თავს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთეს ხორბალზე, იქაც ზუსტად იგივე კორუფციული გარიგება იყო,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge