png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი კლინიკაში სისხლის დამატებითი ანალიზებისთვის გადაიყვანეს

  • საზოგადოება
  • 02.10.2018
  • 11:30
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი კლინიკაში სისხლის დამატებითი ანალიზებისთვის გადაიყვანეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიუხედავად დაავადების რეგრესისა, ადვოკატების მიერ გამოთქმული ბოლო ეჭვის გამოსარიცხად ვანო მერაბიშვილი "მედიკლაბში" სისხლის დამატებითი ანალიზებისთვის იქნა გადაყვანილი.

"2018 წლის 26 სექტემბერს კლინიკაში „ავერსი“ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ჰორნერის სინდრომის დაავადება რეგრესირებს და, როგორც მსჯავრდებული ექიმებთან თავადვე ადასტურებს, 2 კვირაა, რაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა როგორც სუნთქვის პრობლემების, ასევე თვალის ლორწოვანის ჰიპერემიისა და ქუთუთოს შეშუპების მხრივ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 26 სექტემბერსა და მანამდე ჩატარებული მრავალი კონსულტაციისა და სხვადასხვა სამოქალაქო კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლევების შედეგად, სრულად გამოირიცხა ორგანიზმში სიმსივნური პროცესი, რაც ზოგჯერ ჰორნერის სინდრომის ერთ-ერთ მიზეზად ვლინდება, ასევე გამოირიცხა ჰორნერის სინდრომის ისეთი მიზეზები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და სხვა. მედიკოსთა აზრით, სახეზე არც ინტოქსიკაცია არა არის და პაციენტი ამ მხრივ არავითარ დამატებით კვლევას არ საჭიროებს. სხვადასხვა სამოქალაქო კლინიკის ყველა ექიმის საერთო აზრით, მსჯავრდებულს მხოლოდ სჭირდება, არ შეწყვიტოს ის მკურნალობა, რაც დაენიშნა, რაზეც სამედიცინო პერსონალი დაკვირვებას აგრძელებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული მკურნალობის შედეგად დაავადება და სიმპტომები რეგრესირებს და ექიმები დამატებით ანალიზებს საჭიროდ არ თვლიან, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ადვოკატების მხრიდან გამოთქმული ბოლო ეჭვის გაბათილების მიზნით, რომელიც ინტოქსიკაციას უკავშირდება, ვანო მერაბიშვილის კლინიკაში „მედიქლაბი“ გადაყვანის შესახებ. მას დღეს და ხვალ ჩაუტარდება ტოქსიკოლოგის კონსულტაცია, მოხდება იმ მძიმე მეტალების იდენტიფიკაცია, რომელზეც მედიკოსთან აზრით მიზანშეწონილია ანალიზების ჩატარება როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. შედეგად, საბოლოოდ, დოკუმენტურად გამოირიცხება ის ეჭვიც, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მსჯავრდებულის ადვოკატებს აქვთ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულის ადვოკატებს, დაიცვან პაციენტის უფლებები და პატივი სცენ მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მოსაზრებებსა და დასკვნებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge