საფრანგეთში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 11 ადამიანი დააკავეს
- მსოფლიო
- 02.10.2018
- 12:07
საფრანგეთში გრანდ-სენტის კუმუნაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 11 ადამიანი დააკავეს.
სპეცოპერაციაში, რომელიც მუსულმანური ორგანიზაციის ოფისში მიმდინარეობს, 200-მდე პოლიციელი მონაწილეობს.
ჩხრეკა ორგანიზაციის ხელმძღვანელების სახლებშიც ტარდება.
სპეცოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.