თურქეთში 417 ადამიანს დააკავებენ
- მსოფლიო
- 02.10.2018
- 12:17
თურქეთის ხელისუფლებამ ფინანსური გამოძიების ფარგლებში 417 ადამიანის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
დაკავებები იმ პირების მიმართ განხორციელდება, რომლებიც აშშ-ში მყოფ ირანელებს თანხას ურიცხავდნენ.
მედიის ცნობით, 417-მა ეჭვმიტანილმა 420 მლნ დოლარი უცხოეთის 88 ათას ანგარიშზე გადარიცხა.