სომხეთის რეფერნდუმზე ამომჩევლებმა მხარი საპარლამენტო რესპუბლიკას დაუჭირეს
- მსოფლიო
- 07.12.2015
- 10:19
სომხეთის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმეტესობამ მხარი მმართველობის საპარლამენტო ფორმას და მაჟორიტარული არჩევნების პროპორციულით შეცვლას დაუჭირა მხარი.
წინასწარი მონაცემებით, საკონსტიტუციო რეფორმების პროექტს რეფერენდუმის მონაწილეთა 63-მა პროცენტმა მისცა ხმა.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტინების დათვლა უკვე დაასრულა.
სომხეთში რეფერენდუმი 6 დეკემბერს გაიმართა. მასში ამომრჩველთა 51-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.
საბოლოო შედეგები 13 დეკემბერს გახდება ცნობილი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200