ნატოში მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია - იენს სტოლტენბერგი
- მსოფლიო
- 02.10.2018
- 14:50
ნატოში მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე იმართება და შესაძლოა 2019 წლის იანვარში დასრულდეს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ვფიქრობ რომ ის მომავალი წლის იანვარში დასრულდება“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე, რომელიც ბრიუსელში 3-4 ოქტომბერს იმართება.