primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

ქუთაისს 4 სართულიანი საერთაშორისო აეროპორტი ექნება

  • ეკონომიკა
  • 02.10.2018
  • 16:26
ქუთაისს 4 სართულიანი საერთაშორისო აეროპორტი ექნება

ქუთაისის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, უკვე დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები. კერძოდ, ჩასხმულია 15 ათასი კუბური მეტრი ბეტონი, დასრულებულია 10 ათასი კვადრატული მეტრის სართულის მშენებლობა -1 ნიშნულზე, სადაც ძირითადად საბარგო სისტემა განთავსდება. ასევე მოწყობილია ნული სართულის (ე.წ. Ground floor) ფილა, დამონტაჟებულია ლითონკონსტრუქციის კოლონები და რიგელების ნაწილი.

,,ამ დროისთვის ახალი ტერმინალის შენობის ცენტრალურ უბანზე მიმდინარეობს ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი ე.წ. ანტრესოლის მოსაწყობად, სადაც საოფისე და სხვადასხვა დანიშნულების სამუშაო ოთახები უნდა განთავსდეს. ანტრესოლის შიდა სივრცე იყოფა ორ ნაწილად: ცენტრალურ ნაწილში იქნება ოთხი, ხოლო ჩამოფრენის დარბაზის ნაწილში - ორი სართული‘’, - განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფრასტრუქტურის განვითარების მენეჯერმა გიორგი მიხანაშვილმა.

დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საათში 300 მგზავრის მომსახურება შეუძლია. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასავლელი (ე.წ. Gate) ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

,,ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება. 2019 წელს დაიწყება არსებული ტერმინალისა და ახალი ტერმინალის შენობის შეერთების ფაზა, კერძოდ განხორციელდება არსებული ტერმინალის ლითონკონსტრუქციების ნაწილის დემონტაჟი და არსებული და ახალი შენობები ერთიანი ახალი ტერმინალის საერთო სივრცეს შექმნის. დღეისათვის არსებული ტერმინალის სივრცე სრულად გახდება გაფრენის ზონა, ხოლო ახალი ტერმინალი ჩამოფრენის დარბაზისათვის იქნება განკუთვნილი“ - განაცხადა გიორგი მიხანაშვილმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს. მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დასრულება 2019 წელს არის დაგეგმილი.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 105 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge