შენი პრეზიდენტი მახსოვს, რომ ფორთხავდა იქ - ვატო შაქარიშვილი ნიკა მელიას
- პოლიტიკა
- 03.10.2018
- 09:34
"რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ნიკა მელიასა და ზვიად ძიძიგურს შორის მომხდარ ჩხუბში ჩაერთო "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაზე მელიას უპასუხა.
„შენი პრეზიდენტი მახსოვს, რომ ფორთხავდა იქ,“ - მიმართა მან მელიას.
შაქარიშვილის საპასუხოდ გიორგი ვაშაძემ, რომელიც ასევე სტუდიაში იმყოფებოდა, "ქართული ოცნების" წევრს "ქრთამისტი" უწოდა.
„გაჩუმდი, ოროსანო!“ - მიმართა ვაშაძემ შაქარაშვილს, რომელმაც მას ადეიშვილის მოადგილეობა შეახსენა.