primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ოქუაშვილი თვითონ ამბობს ყველაფერს და აბსოლუტურად კომიკურია, სასაცილოა ის ჩანაწერები, რომლებსაც ავრცელებს - კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 03.10.2018
  • 10:34
ოქუაშვილი თვითონ ამბობს ყველაფერს და აბსოლუტურად კომიკურია, სასაცილოა ის ჩანაწერები, რომლებსაც ავრცელებს - კობახიძე

თუ შენ ფული არავისთვის არ გადაგიხდია და თერთმეტჯერ გადაგივადეს ვალი ბიუჯეტში, გამოდის, რომ ზეწოლა კი არა და იქით ჰქონია ზეწოლა ბიზნესს სახელმწიფოზე. ოქუაშვილი თვითონ ამბობს ყველაფერს და აბსოლუტურად კომიკურია, სასაცილოა ის ჩანაწერები, რომლებსაც ავრცელებს,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში" განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ბიზნესზე პოლიტიკურ ზეწოლას მთლიანად გამორიცხავს. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წართმეული ბიზნესი და ტელევიზია ოქუაშვილმა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისე დაიბრუნა, რომ მისთვის არავის არაფერი მოუთხოვია, რასაც ირაკლი კობახიძის თქმით, თავად ოქუაშვილიც ადასტურებს.

"პოლიტიკურ ზეწოლას ბიზნესზე მთლიანად გამოვრიცხავ. გეტყვით ჩემს მოსაზრებას რა ხდება ამასთან დაკავშირებით. არის ბიზნესმენი ოქუაშვილი, რომელიც ამბობს რას, ერთი, ის ამბობს, რომ ანუ, ბრალდება არის ზეწოლის, ის ამბობს, რომ კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის წლების განმავლობაში. ეს არის თან ის ბიზნესმენი, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ",კიდევ კარგი მაგალითი, წაართვა თავისი ბიზნესი, წაართვა თავისი ტელევიზია, მიწაზე იყვნენ გაწოლილი მთელი „ომეგას" თანამშრომლები, გახსოვთ რა ფორმით, ღირსების შემლახველი ფორმით კეთდებოდა ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ქვეყნიდან, იძულებული იყო, გაქცეულიყო, 2012 წლამდე ხდებოდა ეს ყველაფერი და რა გააკეთა „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ოქუაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაიბრუნა ბიზნესი და მან დაიბრუნა თავისი ტელევიზია ისე, რომ არავის არაფერი მოუთხოვია ამისთვის და ამას ადასტურებს თავად ოქუაშვილი. თვითონ ოქუაშვილი ამბობს ყველაფერს თავის თავზე, უყურეთ რას ამბობს ის, მას კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის. ეს მან თქვა. მთელი ამ წლების განმავლობაში კაპიკი არავისთვის არ გადაუხდია. ანუ, ამას ერთს ამბობს. მეორე, ის ამბობს, რომ მას თერთმეტჯერ გადაუვადეს ვალის გასტუმრება. ანუ, კაპიკი არავისთვის გადაუხდია, თერთმეტჯერ გადაუვადეს. ლოგიკა არის მეცნიერება. ასწავლიან უნივერსიტეტებში. არის გარკვეული წანამძღვრები, რითაც მიდიხარ დასკვნამდე. ამ შემთხვევაში დასკვნა არის უტყუარი, ათას პროცენტიანი, ას პროცენტიანი კი არა. თუ შენ ფული არავისთვის არ გადაგიხდია და თერთმეტჯერ გადაგივადეს ვალი ბიუჯეტში, გამოდის, რომ ზეწოლა კი არა და იქით ჰქონია ზეწოლა ბიზნესს სახელმწიფოზე. ოქუაშვილი თვითონ ამბობს ყველაფერს და აბსოლუტურად კომიკურია, სასაცილოა ის ჩანაწერები, რომლებსაც ავრცელებს",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge