საფრანგეთში, ციხიდან ვერტმფრენით გაქცეული პატიმარი დააკავეს
- მსოფლიო
- 03.10.2018
- 11:57
საფრანგეთის პოლიციამ რეციდივისტი რედუან ფაიდი დააკავა, რომელიც ივლისში საპყრობილედან ვერტმფრენით გაიქცა.
დამნაშავე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ოთხი პირი.
ფაიდი 1 ივლისს სენისა და მარნის დეპარტამენტის ციხიდან ვერტმფრენით გაიქცა. ვერტმფრენი, რომელიც ბელგიაში იყო რეგისტრირებული პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში დამწვარი იპოვეს. ფაიდი ციხიდან ხუთი წლის წინაც გაიქცა. მაშინ მან ციხის კედელი ააფეთქა და მძევლად დაწესებულების თანმშრომლები აიყვანა.