მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა
- პოლიტიკა
- 03.10.2018
- 13:07
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიზიტი მეგობარ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში.
„კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომ სუამ-ის ფარგლებში განვავითაროთ ახალი რეგიონული პროექტები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.