png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

162 ქვეყანას შორის საქართველო ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-7 ადგილზეა - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 03.10.2018
  • 13:11
162 ქვეყანას შორის საქართველო ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-7 ადგილზეა - პრემიერი

საქართველო ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-7 ადგილზეა 162 ქვეყანას შორის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ფრეიზერის ინსტიტუტის რეიტინგის მაჩვენებელი არის იმ რეფორმების შედეგი, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ, ფრეიზერის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს შემაჯამებელ რეიტინგს ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსით. წელს ამ რეიტინგში  საქართველო მე-7 ადგილზეა 162 ქვეყანას შორის. მე-9 პოზიციიდან საქართველოს გადასვლა მე-7 პოზიციაზე არის იმ რეფორმების შედეგი, რომლებსაც დღეს ვატარებთ ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ამგვარი პოზიციონირება, რადგან აღნიშნული რეიტინგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არა მარტო სტაბილურად ინარჩუნებს მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის პოზიციას, არამედ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ შედეგებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge