ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 1407-ს მიაღწია
- მსოფლიო
- 03.10.2018
- 13:23
ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 1407-ს მიაღწია.
ინდონეზიის კუნძულ სულავესზე, ქალაქ პალუსთან მიწისძვრა 28 სექტემბერს მოხდა. მიწისძვრის შემდეგ პალუს თავს ცუნამი დაატყდა, რომლის სიმაღლეც 2 მეტრს აღწევდა. ბოლო მონაცემებით, 60 ათაზე მეტი მცხოვრები თავშესაფრის გარეშე დარჩა.