primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორი პარლამენტში უნდა მოვიდნენ -ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 03.10.2018
  • 14:08
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორი პარლამენტში  უნდა მოვიდნენ -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი უნდა გამოცხადნენ.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ ისაუბრა და უწყებაში გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძის დაბარების საკითხი დასვა.

აბესაძეს კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე ორივე ორგანო გახსნილი იყო, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ცხადდებოდნენ და ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს.

„დარწმუნებული ვარ, მოვლენ და ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემენ. მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარი, რომ ვიღაცა დანაშაულის მონაწილეა, დაუშვებელია. ბატონო სერგო, თქვენ არასრულწლოვანებს დანაშაული დააბრალეთ. იმედი მაქვს, რომ ირაკლი აბესაძე იურისტია და ასე არ იტყოდა. შეიძლება, ეს თქვენი არაიურისტობის ბრალია და არ მინდა, რაღაც დაბეჯითებით ვთქვა, მაგრამ როცა ამბობთ, რომ იქ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე პირია, მაშინ თქვით, რომ ამას თქვენი ეჭვის საფუძველზე ამბობთ. კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არ არის, ეს საგამოძიებო კომისიაში მოხდა და იგივე მოხდება ახლაც. დასამალი არაფერია და ყველაფერი ნათელია. არავის არავისთვის ხელი არ დაუფარებია და საბოლოო ჯამში ამ დასკვნამდე კომისიაც მივიდა, ოღონდ, იქ სხვანაირად წერია. მესმის, რომ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, თქვენგან სხვანაირი დასკვნა ვერ დაიდებოდა და მით უმეტეს, საარჩევნო პროცესში, თუმცა კომისიისა და საგამოძიებო ორგანოების მუშაობის საბოლოო შედეგი ერთი და იმავე იყო. საუბარი ამაზეა და არა ნიუანსებსა და დეტალებზე“, – მიმართა კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და ირაკლი აბესაძეს.

"გეთანხმებით, რომ დამატებით არის საჭირო საუბარი და დარწმუნებული ვარ, ამას არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც მთავარი პროკურორი არ მოერიდებიან. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორი უნდა მოვიდნენ. არის კითხვები და თუ კითხვებია, მათი მხრიდან მას პასუხი გაეცემა. ამის საფუძველზე დავადგენთ, სად არის ჭეშმარიტება და სად – არა“, – აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge