ხაშურის სასამართლოში პატიმარმა ბადრაგი მძევლად აიყვანა
- სამართალი
- 04.10.2018
- 09:32
ხაშურის რაიონულ სასამართლოში - პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა, მძევლად აიყვანა და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ფულს და ტრანსპორტს მოითხოვდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი - განსასჯელი რამაზ ფიცხელაურია, რომელსაც ყაჩაღობა ედება ბრალად.
ინციდენტი ხაშურის სასამართლოში მალევე ამოიწურა. პატიმარი, რომელმაც ბადრაგი მძევლად აიყვანა, ციხეშია დაბრუნებული. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, პატიმარს გაქცევის მცდელობა ჰქონდა, რაც მალევე აღიკვეთა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200