ხართუმის აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს დაეჯახა (ვიდეო)
- მსოფლიო
- 04.10.2018
- 10:48
ინტერნეტსივრცეში გავცელდა სუდანის დედაქალაქ ხართუმის აეროპორტში ორი თვითმფრინავის დაჯახების ამსახველი ვიდეო.
ერთ-ერთი თვითმფრინავი სწრაფად მიყვება უკან მეორე თვითმფრინავს და ეჯახება, რის შემდეგაც ორივე საჰერო ხომალდი ერთ ასაფრენ-დასფრენ ბილიკზე აღმოჩნდება.
ინციდნეტის შედეგად ორივე თვითმფრინავი სერიოზულად დაშავდა.
მომხდარის გამო ხართუმის აეროპორტი რამდენიმე საათით დაიკეტა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.