სამხრეთ კაროლინას შტატში სროლას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 04.10.2018
- 11:04
ამერიკის სამხრეთ კაროლინას შტატში სროლას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა. ინციდენტი ქალაქ ფლორენსში მოხდა. დაჭრილია კიდევ ოთხი პოლიციელი.
ადგილობრივი შერიფის თქმით, ორი დაჭრილი სმართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა.
მსროლელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია გამოძიება.