primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ლევან ყიფიანი ძალიან გაუგებრობაშია მოყოლილი - გედევან ფოფხაძე

  • პოლიტიკა
  • 04.10.2018
  • 15:25
ლევან ყიფიანი ძალიან გაუგებრობაშია მოყოლილი - გედევან ფოფხაძე

მგონია, რომ ლევან ყიფიანი ძალიან გაუგებრობაშია მოყოლილი, უნდა ჩამოყალიბდეს - დამნაშავეა, ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ ვიღაცის კორუფციულ გარიგებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი წევრმა გედევან ფოფხაძემ სპორტის ყოფილ მინისტთან, ლევან ყიფინთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა უნდა მიიღოს, რომ გავიგოთ, დანაშაულს ვინ ჩადიოდა, დამნაშავე ვინ არის და რეალურად, საქმე რასთან გვაქვს. 

„არსებული ინფორმაციები ამის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ პირად შთაბეჭდილებაზე ვერაფერს გეტყვით. მგონია, რომ ლევან ყიფიანი ძალიან გაუგებრობაშია მოყოლილი, უნდა ჩამოყალიბდეს - დამნაშავეა, ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას, კორუფციულ გარიგებაში თუ ვიღაცის კორუფციულ გარიგებაში. უნდა ჩამოყალიბდეს და თავისთვის გადაწყვიტოს. ჩემთვის მისი ემოციური მდგომარეობა არაფრის განმსაზღვრელი არ არის, ფაქტობრივი გარემოებები და ის მაინტერესებს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეში ის, ბიძინა ივანიშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან არალოგიკურია, ადამიანი ჯერ ვიღაცისთვის ქონების დაბრუნებაში მონაწილეობდეს და შემდეგ მის დაშანტაჟებასა და ფინანსური გამორჩენის მცდელობას იწყებდეს. 

„რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება კორუფცია იყოს, ამის გამორიცხვის უფლება იმიტომ არ გვაქვს, რომ ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დანაშაულია და საფრთხე ყოველთვის შეიძლება იყოს, ვინმემ პირადი ანგარებისთვის თავისი თანამდებობის გამოყენება მოინდომოს. უდანაშაულობის განცდა არავის უნდა ჰქონდეს და იმუნიტეტი არავის უნდა ჰქონდეს, რომ დაცულია. ფარცხალაძეს რაიმეს მე ვუქმნი? რაც საჯარო ინფორმაციაა, ჯერ დაუდასტურებელი მტკიცებულებაა და გამოძიებამ ყველა ის მოქმედება უნდა განახორციელოს, რაც მას კითხვებზე პასუხებს მისცემს“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge