primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ლევან ყიფიანი ამ ისტორიაში მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს - გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 04.10.2018
  • 17:18
ლევან ყიფიანი ამ ისტორიაში მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს - გიგი უგულავა

ლევან ყიფიანი არის პაიკი ამ ისტორიაში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ამიტომ ყიფიანი, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, ამ ისტორიაში მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ყიფიანის გუშინდელი მონაყოლი შეთითხნილი ვერსიაა. 

„ისეთი საცოდაობა ვიხილეთ, რაც არ უნდა ნეგატიურად იყო განწყობილი, შეგეცოდებოდა. რაც შეეხება შინაარსს, ოდნავ დეტალური ანალიზისას გამოჩნდება ის შავი ხვრელი, რაც ამ შეთითხნილ ვერსიას აქვს. მაგალითად, თუ ის ერთად არის დადგმული და ერთი მსახიობის თუ ორი მსახიობის თეატრი იყო ჩაფიქრებული, ვანო ჩხარტიშვილი თავის ფოლკლორით სად იყო? შეგახსენებთ. ლევან ყიფიანის საუბრები ამ ისტორიაში არ არის ყველაზე მძიმე. ყველაზე მძიმე საუბარი არის ვანო ჩხარტიშვილის, რომელიც ალაგებს სქემას, რომლის მიხედვითაც, ყოველი გაყიდულ სიგარეტიდან საქართველოში ორ-ნახევარი თეთრი მიდის პარტია „ქართული ოცნების ჯიბეში. მოგწონთ თუ არ მოგწონთ „ქართული ოცნება“, ვინც ეწევით, გამოდის, რომ ყველანი ​აფინანსებთ „ქართულ ოცნებას“. ეს მანკიერი სისტემა შექმნა ვანო ჩხარტიშვილმა, სავარაუდოდ ივანიშვილის დავალებით და ფარცხალაძის მონაწილეობით. ამაზე პასუხს ყიფიანის გუშინდელი განცხადება არ იძლევა. ყიფიანი არის პაიკი ამ ისტორიაში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ამიტომ ლევან ყიფიანი, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, ამ ისტორიაში მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს. შეუძლებელია, შეტენო ყველაფერი ლევან ყიფიანს, სულ რომ მან შეიტენოს, ფაქტები საპირისპიროს მეტყველებენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, ლევან ყიფიანი საქალაქო სასამართლოში „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე გამოიკითხა. როგორც მან განაცხადა, ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge