primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

6 წელი გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი ბოროტება, მაგრამ ამ ბოროტებების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 05.10.2018
  • 13:33
6 წელი გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი ბოროტება, მაგრამ ამ ბოროტებების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან - პრეზიდენტი

ისტორიას ბევრი კაზუსი ახსოვს, მაგრამ ერთდროულად შენ ამბობდე და აპელირებდე სისხლიან 9 წელზე და საუბრობდე იმ კოშმარებზე რაც ხდებოდა და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იყო იდეები და მოსაზრებები, რომელიც მოდიოდა არა მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“, არამედ საზოგადოებიდან თუ როგორ უნდა წავსულიყავით წინ. სამწუხაროდ, წინ წასვლა არც ერთი კონცეფციით არ მომხდარა.

„მე მოველოდი, რომ ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც შევცვალეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხშირ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებები, პროცესს გავხდიდით საჩვენებელს, არა როგორც ერთი ადამიანის მეორეზე ძალადობით, არამედ იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ და საზოგადოებამ გადაიტანოს თავისი ტკივილი და შექმნას უკეთესი პრეცედენტი.

იყო იდეები და მოსაზრებები, რომელიც მოდიოდა არა მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“, არამედ საზოგადოებიდან თუ როგორ უნდა წავსულიყავით წინ. სამწუხაროდ, წინ წასვლა არც ერთი კონცეფციით არ მომხდარა.

მოხდა ის, რომ ჩვენ ეს ტკივილი და ტრაგედიები გაურკვეველი ფორმით დავაკონსერვეთ. ეს შემაშფოთებელია. თუმცა, ამაზე უფრო შემაშფოთებელია, რომ როდესაც 6 წლის განმავლობაში პოლიტიკურად ეს თემა არის აწეული მაღალ ტემპერატურაზე, მუდმივად გვესმის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის დიდი ბოროტება, რომელიც ჩვენ ისტორიაში დავტოვეთ და ამავე დროს ამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტებების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან. ეს ხდება ერთდროულად. ისტორიას ბევრი კაზუსი ახსოვს, მაგრამ ერთდროულად შენ ამბობდე და აპელირებდე სისხლიან 9 წელზე და საუბრობდე იმ კოშმარებზე რაც ხდებოდა და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge