primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ განცხადებებით რუსეთი ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან - საგარეო უწყება

  • პოლიტიკა
  • 05.10.2018
  • 14:15
ლუგარის ლაბორატორიის შესახებ განცხადებებით რუსეთი  ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან - საგარეო უწყება

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული განცხადებები არის მორიგი პროპაგანდა იმ სიცრუისა, რასაც მუდმივად ეწევა რუსეთის ფედერაცია და ცდილობს, რომ ამ კონკრეტულ ნაწილში ჩრდილი მიაყენოს ჩვენს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული განცხადება ემსახურება მიზანს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს თანამშრომლობას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„ამაზე განცხადებები გააკეთა შესაბამისმა დარგობრივმა უწყებამ, მათ შორის დღესაც. ჩვენ ამაზე გავაკეთეთ კომენტარი. ჩვენი შეფასება ასეთია, რომ ეს არის მორიგი პროპაგანდა იმ სიცრუისა, რასაც მუდმივად ეწევა რუსეთის ფედერაცია და ცდილობს, რომ ამ კონკრეტულ ნაწილში ჩრდილი მიაყენოს ჩვენს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება იმ ინსტრუმენტებისა და ბერკეტების გათვალისწინებით, რაც საგარეო უწყებას აქვს”, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ცნობისთვის, რუსული მხარის თქმით, აშშ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს. მათივე მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge